• მისამართი: თბილისი
    დ.გურამიშვილის გამზირი 66 ა

  • ტელეფონი: 0322 622 122
    factorymegobroba@gmail.com

ჩვენ შესახებ

მრავალპროფილური საწარმო ,,მეგობრობა” ქართულ ბაზარზე დაარსების დღიდან ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს. კომპანია 2005 წელს დაარსდა და დღეს უკვე 70-ზე მეტი დასახელების პროდუქტს ამზადებს, მათ შორის, ალუმინისა და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებს, საფასადე და შემინვის სისტემებს, პერგოლას, რკინის ნაწარმს და სხვ. საწარმო პროდუქციას სთავაზობს როგორც საცალო, ისე კორპორაციულ მომხმარებლებს.

,,მეგობრობა” პროდუქციის დასამზადებლად უმაღლესი ხარისხის ევროპულ და ამერიკულ ბრენდების ნაწარმს იყენებს. მათ შორისაა გერმანული ბრენდის, SALAMANDER-ის მეტალო-პლასტმასი; AKPA და ASAS-ის ბრენდების თერმო ალუმინი; გერმანული ROTO და SIEGENIA, ასევე ავსტრიული ბრენდის, MAKO-ს მექანიზმები და აქსესუარები .

მეგობრობის ხედვა და მისია

,,მეგობრობამ” დაარსების დღიდანვე მიზნად დაისახა, დარგის ლიდერი გამხდარიყო. კომპანია მზადაა, უზრუნველყოს უმაღლესი ხარისხის პროდუქტის წარმოება და ინდივიდების თითოეული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო დროული სერვისების მიწოდება.

პირველობისკენ სწრაფვა გვიბიძგებს, გავცდეთ არსებულ საზღვრებს და დავაწესოთ ახალი სტანდარტები. ,,მეგობრობა” ამაყობს სამშენებლო სფეროში ინოვაციებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვით. ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ გავამართლოთ, არამედ გადავაჭარბოთ კიდეც ჩვენი მომხმარებლების მოლოდინებს.

,,მეგობრობის” ფილოსოფიის ამომავალი წერტილი ადამიანებზე ზრუნვაა. ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ გარემო, სადაც უპირველესი პრინციპი მომხმარებლის კომფორტი და კმაყოფილებაა, შესაბამისად, ჩვენი გუნდი ცდილობს, მათთან ურთიერთობა სასიამოვნო გამოცდილებად აქციოს. ,,მეგობრობა” სამუშაო ძალაში განსაკუთრებულად დიდ ინვესტიციას დებს, რათა თითოეული თანამშრომელი იყოს კვალიფიციური და მუდმივად გადამზადებული.

განვითარების გზა

,,მეგობრობა“ ქართულ ბაზარზე თავდაპირველად მცირე ზომის  საწარმოს სახით გამოჩნდა და მთავარ მიმართულებად მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრები და ალუმინის პროდუქცია განისაზღვრა.

დროთა განმავლობაში ,,მეგობრობამ“ საქმიანობის საზღვრები გააფართოვა. დაუღალავი შრომის, სიახლის მუდმივი ძიებისა და ხარისხისთვის პრიორიტეტის მინიჭებით მოახერხა, რომ წარმოების ქართულ ბაზარზე ახალი სტანდარტი დაეწესებინა.

,,მეგობრობის" საწარმო მრავალფუნქციური შენობაა, რომელიც 12.000 კვ. მეტრის ტერიტორიაზეა განთავსებული. საწარმო უმაღლესი ხარისხის, ევროპული სტანდარტების მქონე დანადგარებითაა აღჭურვილი. დანადგარს კი კვალიფიციური და რეგულარულად გადამზადებული გუნდი მართავს. ეს ყველაფერი კი იძლევა გარანტიას, უმოკლეს დროში მივაწოდოთ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად.

ტერიტორიაზე განთავსებულია:

  • მინის საწრთობი საწარმო
  • მინის ლამინირების საწარმო
  • მეტალო-პლასტმასის და ალუმინის საწარმო
  • რკინის საწარმო
  • რკინის ლაზერული ჭრის საწარმო
  • თერმული ღებვის საწარმო
  • საწყობი საცალო გაყიდვებისთვის

დღეს ,,მეგობრობაში“ მზადდება 70-ზე მეტი დასახელების პროდუქტი, მათ შორის:

  • ალუმინისა და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა
  • ალუმინის საფასადე სისტემები
  • ალუმინის სლაიდ და დასაკეცი სისტემები
  • პანორამა შემინვა
  • პერგოლები
  • რკინის, ალუმინისა და მინის მოაჯირები
  • ავტოფარეხის კარი
  • გადახურვის სისტემები
  • საშხაპე კაბინები
  • ფოტოელემენტის კარი
  • მბრუნავი კარი
  • ფასადის მოსაპირკეთებელი მასალები
  • ინტერიერისა და ექსტერიერის დეკორაციები
  • ინტერიერის ტიხრები
  • ცეცხლგამძლე კარი
  • ადგილობრივი და ევროპული წარმოების რკინის კარი.

და ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც მრავალპროფილური საწარმო ,,მეგობრობა” მის ერთგულ მომხმარებლებს სთავაზობს.

სერვისები

  1. კონსულტაცია
  2. ადგილზე აზომვა
  3. ტრანსპორტირება საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით
  4. მონტაჟი
  5. ხარისხის ექსპერტის მომსახურება

კომპანიამ უახლეს წარსულში რამდენიმე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია:

საგამოფენო სივრცის გახსნა

საქართველოში პირველი საგამოფენო სივრცე 2020 წელს ,,მეგობრობამ“ დ.გურამიშვილის გამზირზე გახსნა. Მანამდე საქართველოში არ არსებობდა ერთიანი სივრცე, სადაც მომხმარებელი ვიზუალურად იხილავდა, ხელით შეეხებოდა და რეალურ მდგომარეობაში გამოცდიდა ამა თუ იმ პროდუქტს.  საგამოფენო სივრცის შექმნის მიზანი იყო ადამიანებისთვის არჩევანის გამარტივება. სივრცეში ყველა ის პროდუქტია წარმოდგენილი, რომელსაც კომპანია აწარმოებს..

მინისა და რკინის საწარმოს გახსნა

2022 წელს ,,მეგობრობამ“ გახსნა საქართველოში სიმძლავრით მოწინავე, თანამედროვე სტანდარტებითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მინის საწარმო. ჩვენთან თანამედროვე სტანდარტების მიხედვით ხდება შუშის ფორმირება, ლამინირება და წრთობა. დანადგარი მუშაობს არასტანდარტული ზომის მინებზეც. ასევე, ,,მეგობრობა” ერთადერთი ქართული საწარმოა, რომელიც მინას ამზადებს არგონის გაზით დატუმბვის გზით, რაც პროდუქციის განსაკუთრებულ ენერგოეფექტურობას განაპირობებს. მას შემდეგ, რაც აღნიშნული პრაქტიკით მინები ჩვენი კანადელი მომხმარებლისთვის დავამზადეთ, მოთხოვნა საქართველოშიც გაჩნდა. შესაბამისად, ,,მეგობრობამ” ჩვენს ქვეყანაშიც დაიწყო კონკრეტული პრაქტიკით წარმოება. საწარმოს მასშტაბიდან გამომდინარე ვემსახურებით საქართველოში წამყვან ამავე სფეროში მომუშავე საწარმოებს და სამშენებლო კომპანიებს.

ამასთან, კომპანიამ გახსნა რკინის საამქროც, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, ერთ სივრცეში სრულყოფილად განხორციელდეს ყველა აუცილებელი პროცესი, მათ შორის რკინის დამუშავება, ლაზერული ჭრა და რკინის თერმული შეღებვა.

ადგილობრივი წარმოების ფარგლებში კომპანია ,,მეგობრობა” ამზადებს რკინის კარს, რკინის მოაჯირებს, ჭიშკრებს მექანიკური და ავტომატური მექანიზმებით და სხვ. რკინის საწარმოში განთავსებულია ლაზერული ჭრის უახლესი დანადგარიც, რომელიც ფირფიტაზე ჭრის საშუალებას იძლევა. აღნიშნული სამუშაოს ფარგლებში შესაძლებელია დამზადდეს პროდუქტი ნებისმიერი დიზაინით, მათ შორის, ორნამენტებით, დაბრენდვით, მომხმარებლის სასურველი დიზაინით და ა.შ.

აქვე უნდა ვახსენოთ თერმული ღებვის საწარმოც, სადაც პროდუქტი იღებება ყველა წესის და რეკომენდაციის გათვალისწინებით. პროდუქტი იღებება მაღალი ხარისხის ანტიკოროზიული საღებავის საშუალებით 180 გრადუსზე.

მნიშვნელოვანი მომენტები

პროდუქციის ექსპორტირება

2023 წელს, საქართველოში წარმოების მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, ,,მეგობრობამ“ პროდუქცია საზღვრის გარეთაც გაიტანა. კომპანიის მიერ დამზადებული კარ-ფანჯრები და საფასადე სისტემები დღეს უკვე კანადაში ექსპორტირდება, რაც უდიდესი წარმატებაა კომპანიისთვის და პროდუქტის სამაგალითო ხარისხზე მეტყველებს.

რატომ მეგობრობა?

კომპანია ,,მეგობრობა“ 2005 წელს დაარსდა. თავდაპირველი გუნდი, რომელიც რამდენიმე ადამიანისგან იყო დაკომპლექტებული, შეზღუდული რესურსებით ოპერირებდა. კომპანიის დაფუძნება მამუკა არევაძეს უკავშირდება, რომელმაც საწყის ეტაპზე გარშემო ერთგული, საიმედო და პროფესიონალი მეგობრები შემოიკრიბა. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, რომ კომპანიის სახელი ,,მეგობრობა“ უნდა ყოფილიყო.

სამშენებლო კომპანიის ჩამოყალიბება

წარმოების ყოვლისმომცველი გამოცდილების შემდეგ და წლების განმავლობაში დაგროვებული ცოდნის გათვალისწინებით, ,,მეგობრობამ“ სამშენებლო სფეროშიც შეაბიჯა და მალევე დაიმკვიდრა ლიდერის პოზიცია. კომპანიამ სამშენებლო პროცესები 2014 წელს წამოიწყო, დღეს კი 10 დასრულებულ და 3 მიმდინარე პროექტს ითვლის. აღსანიშნია ისიც, რომ ერთ-ერთი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დედაქალაქის გარეთ, კერძოდ გორში მიმდინარეობს.

,,მეგობრობა” უმაღლესი ხარისხისა და თანამედროვე სტანდარტებით დამზადებულ პროდუქციას გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ, ისე კორპორაციულ მომხმარებელს. პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი კვირაში 7 დღის განმავლობაში მზადაა, უპასუხოს თქვენს კითხვებს, მოგცეთ პრაქტიკული რჩევები და გაგიწიოთ კვალიფიციური მომსახურება .